Rus. гипобулические механизмы Кречмера ნებითი განწყობის უმდაბლესი ტიპი, რომელიც შეესაბამება ონტო- და ფილოგენეზის ადრეულ საფეხურებს, გამოწვეულია უძველესი რეფლექსების მოქმედებით. ნორმაში ჰიპობელია ექვემდებარება გაცნობიერებულ ნებას. პათოლოგიაში (ძლიერი აფექტების, შიზოფრენიის დროს) ჰიპობულიური მექანიზმები გამოდის კონტროლიდან და ვლინდება პრიმიტიული უმეტესად აფექტური რეაქციებით. მათი გამოვლინება მოტორიკაში „მოძრაობითი ქარიშხალი“, „ცრუ სიკვდილის“ რეფლექსი, რითმული მოძრაობითი სტერეოტიპიები. ჰიპობულიის დამახასიათებელი ნიშნებია - დამოკიდებულება ელემენტარულ გამღიზიანებლებზე, ავადმყოფი ორგანიზმის მიდრეკილება, ერთდროულად ან თანმიმდევრულად გამოავლინოს გაღიზიანებასთან შეუთავსებელი დიამეტრალურად საწინააღმდეგო რეაქციები, ჰიპობულიის ტიპური გამოვლინებაა ისტერიული გულყრა, კრეჩმერის აზრით, კატატონიური გამოვლინებები შიზოფრენიის დროს და კატალეფსია - ჰიპნოზის დროს. Kretschmer E.,1922
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.