სასქესო აპარატის ფუნქციის დაქვეითება. მისი განუვითარებლობა ან ინვოლუცია. დამახასიათებელია სასქესო ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითება, მეორეული სასქესო ნიშნების და სასქესო ორგანოების სუსტი გამოხატულება. აღინიშნება ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის პათოლოგიის დროს გონადოტროპული ჰორმონების და ნეოროჰორმონების სეკრეციის დარღვევასთან დაკავშირებით; სასქესო ჯირკვლების მოქმედების ნერვული რეგულაციის დარღვევისას; უშუალოდ სასქესო ორგანოების ავადმყოფური პროცესით დაზიანების შედეგად და კასტრაციის შემდეგ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.