Rus. алкогольные энцефалопатии хроническая с можечковой атрофией დაავადება ემართებათ 35-36 წლის ასაკში, უპირატესად მამაკაცებს. კლინიკურად აღინიშნება სიარულის დროს წონასწორობის დარღვევა, რომბერგის პოზაში არამდგრადობა, ინტენციური ტრემორი, ადიადოქოკინეზი, ყიფშიძის (ს. ყიფშიძე) ნიშანი, კუნთოვანი ჰიპოტონია, ზოგჯერ ვესტიბულური დარღვევები, ფსიქიკის მხრივ – აღინიშნება სხვადასხვა სიმძიმის ორგანული დაქვეითება ასთენიური მდგომარეობით. დაავადება ვითარდება შეუმჩნევლად ახასიათებს სტაბილური მიმდინარეობა. ალკოჰოლიზაციის შეწყვეტა იწვევს რემისიებს. დიაგნოზი შეიძლება დაისვას პეგ-ით, რომელიც აღინიშნება cistema magna-ს გადიდება, 4 პარკუჭის გაგანიერება, ნათხემის ღარების და ნაპრალების გაღრმავება. (Lhermitte J., 1934; Victor M., 1959; Corville C., 1964; Allsop J., 1966)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.