A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიგ ჰიდ ჰილ ჰიპ ჰირ ჰის

ჰიპონოიური მექანიზმები კრეჩმერისა

Rus. гипоноические механизмы Кречмера
რეაგირების არქაული ტიპი, ვლინდება წარმოდგენების ფორმირებით და შერწყმით მაშინ, როცა ჰიპობულიურ მექანიზმებში დომინირებს ემოციურ-ნებითი გამოვლინებები. ჰიპონოიური მექანიზმები აღინიშნება პათოლოგიაშიც და ნორმაშიც (სიზმარი, ოცნებები ცხადში, მხატვრული შემოქმედების საწყისი სტადია, მითოლოგია და პირველყოფილ ხალხთა ცელოვნება). ჰიპონოიური აზროვნება ყოველთვის კატათიმიურია ანუ დამოკიდებულია არა ლოგიკურ კატეგორიებზე, არამედ აფექტებზე, სურვილებზე, შიშებზე. ჰიპონოიური მექანიზმების კონცეფციის შესაბამისად, კრეჩმერი განიხილავდა შიზოფრენიულ აზროვნებას, აგრეთვე აზროვნებითი მოქმედების თვისებურებებს ისტერიული ბინდისებრი ცნობიერების დროს, ჰიპნოზირებულთა განცდებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია ლოგიკური აზრის არარსებობა (ასინტაქსურობა) და სიმბოლური ხატოვნება. ჰიპონოიური აზროვნების ანალიზი ტარდებოდა ფსიქოანალიზური სიმბოლიკის პოზიციიდან. Kretschmer E., 1922
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9