A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები ქრონიკული, პელაგრის სურათით

Rus. алкогольные энцефалопатии хроническая с картиной пеллагры
დაავადების გამომწვევია PP და B კომპლექსის დეფიციტი. დაავადების დებიუტში აღინიშნება ნევროზისმაგვარი სიმპტომები, ე.წ. „პელაგრული ნევრასთენია“ თავის ტკივილით, დავბრუსხვევით, გამღიზიანებლობით, ადვილად დაღლილობით, ძილის დარღვევით, პარესთეზიებით თან ახლავს სტომატიტი, გასტრიტი, ენტერიტი, ფაღარათი. ფსიქიკური აშლილობებიდან დამახასიათებელია დეპრესიული გუნება-განწყობა იპოქონდრული და სუიციდური აზრებით. ტიპიურია კანის ცვლილებები, მოწითალო, მორუხო-მოყავისფრო ფერის ანთებითი სიმეტრიულად განლაგებული კერები ჯერ ხელების და ფეხების ზურგისმხრივ ზედაპირებზე. შემდგომში სახისა და კისრის მიდამოში. მანისფესტური ფსიქოზები მიმდინარეობს დელირიული სინდრომებით, რომელთა სტრუქტურაში აღინიშნება ვერბალური ჰალუცინაციებიც. II მსოფლიო ომის დროს აღწერილია პელაგრული ფსიქოზები, მიმდინარეობდა ამენციური სურათით, აპათიური სტუპორით, რომელიც აღწევდა აპალიურ სინდრომს, ორალური ავტომატიზმებით, ტაცების რეფლექსით, პირამიდული სისტების დაზიანების ნიშნით, სპასტიკური პარეზებით. გამოსავალ მდგომარეობაში ვითარდება ორგანული ასთენია რეგრედიენტული მიმდინარეობით. სიკვდილიანობის შემთხვევები იშვიათია.(Койцовский Л.Д., 1912; Jolliffe N., 1940, 1942; Maers A.R. 1942 Blankenhorn M., 1949)
Synonym: ალკოჰოლური პელაგრა, ჯოლიფის ალკოჰოლური ენცეფალოპატია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9