Rus. Холмана тест чернильных пятен (Holtsman W.H., 1968. 1975). ახლოა რორშახის ტესტთან, მისგან განსხვავდება მეტი სტანდარტიზაციით, მკაფიო ფსიქომეტრიული დაყენებებით. გამოკვლევისთვის გამოიყენება 2 პარალელური სერია, რომელთაგან თითოეული შედგება 45 ბარათისგან შავ-თეთრი და ფერადი ლაქებით. თითოეული ბარათის მიხედვით გამოსაკვლევი პირი იძლევა ერთ პასუხს. არჩევენ პასუხის 22 ტიპს. რომელიც შეესაბამება რორშახის ტესტის ცვალებადს და აგრეთვე დამატებით სამ ცვალებადს (პათოგნომონიკური ვერბალიზაცია, მტრული განწყობილება, შფოთვა)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.