Rus. гоместазGk. homeios - მსგავსი, statis - დგომა, უძრაობა რაიმე სისტემის (ბიოლოგიური, ფსიქიკური) მოძრავი, მაგრამ მყარი წონასწორობა, რომელიც გამოწვეულია მისი უკუმოქმედებით წონასწორობის დამრღვევ გარეგან და შინაგან ფაქტორებზე (იხ. კენონის თალამური თეორია ემოციებისა). ჰ-ის პრინციპი ფართოდ გამოიყენება ფიზიოლოგიაში, კიბერნეტიკაში, ფსიქოლოგიაში, ჰ-ით აიხსნება ორგანიზმის ადაპტაციური უნარი. ფსიქიკური ჰ. ინარჩუნებს ოპტიმალურ პირობებს ტვინის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის ცხოველქმედების პროცესში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.