A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები ქრონიკული რეტრობულბური ნევრიტით

Rus. алкогольные энцефалопатии хроническая с ретробульбарным невритом
გვხვდება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ენცეფალოპატიებთან ერთად. გამოწვეულია ვიტამინი B2 დეფიციტით. ვლინდება ცენტრალური ან ცენტრალურ-ნაპირა მხედველობის დარღვევა უფრო წითელ, მწვანე და თეთრ ფერზე, გამოხატულია მხედველობის ნერვის დვრილის ბიტემპორალური გაფერმკრთალება. ნევროლოგიურად – პარესთეზიები და ტკივილი კიდურებში, ატაქსია, არამდგრადობა. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს კიდურთა დამბლა. ფსიქიკური სიმპტომები ვლინდება დისფორიით და ასტენიით. მსუბუქ შემთხვევებში – ამბლიოპია ნევროლოგიური სიმპტომის გარეშე, რომელიც მკურნალობის 1-1,5 თვის განმავლობაში რედუცირდება. მძიმე შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს წლების მანძილზე(Vieser S., 1965)
Synonym: ალკოჰოლური ავიტამინოზი, კვებითი (ვიტამინური) ამბლიოპათია რეტრობულბური ნევრიტით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9