Rus. алкогольные энцефалопатии хроническая в виде псевдопаралича აღენიშნება ძირითადად მამაკაცებს საშუალო და ხანშიშესულ ასაკში, ვითარდება როგორც მძიმე დელირიუმის და ენცეფალოპათიის ფონზე, ასევე შეუმჩნევლად, გამოხატული ალკოჰოლური დემენციის ფონზე. ფსიქიკური აშლილობები და ნევროლოგიური დარღვევები მოგვაგონებს პროგრესული დამბლის დემენციურ ან ექსპანსიურ ფორმას. ზოგჯერ გვხდება შფოთვიან-აჟიტირებული დეპრესიის და კოტარის ბოდვის ელემენტების სახით. მყარია მეხსიერების გამოხატული დარღვევები. ნერვროლოგიურად – თითების, ენის, მიმიკური კუნთების ტრემორი, დიზართრია, გუდენის სიმპტომი, ნეიროპათიები, მყეს-ძვალთა რეფლექსების შეცვლა. მწვავე ფსიქოზური ეპიზოდის შემდგომ განვითარებულ შემთხვევებს აქვს ტენდენცია რეგრედიენტულობისაკენ, ხოლო სხვა შემთხვევაში და განსკაუთრებით მაშინ როცა სახეზეა ატროფული პროცესები – პროგრედიენტულობისაკენ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.