ნაადრევი ჭკუასუსტობა. ენდოგენური ფსიქოზის გამოყოფა, რომელიც იწვევს ჭკუასუსტობას, რომლის შემადგენლობაშიც თავდაპირველად შედიოდა მარტივი, ჰებეფრენიული, კატატონიური და პარანოიდული ჭკუასუსტობა. ყველა ეს ფორმა გაერთიანებული იყო ნოზოლოგიურად და გენეტიკურად, აგრეთვე გამოსავალი მდგომარეობების ერთიანობის კრიტერიუმების შესაბამისად. შემდგომში ადრეული ან ნაადრევი ჭკუასუსტობის ფორმების რიცხვიგაიზარდა. D.p.-ის გამოყოფა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ეტაპს შიზოფრენიის კონცეფციის შექმნაში. Kraepelin E., 1898
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.