A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური თრობა

Rus. алькогольное опьянение
მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ალკოჰოლის ფსიქოტროპული მოქმედებით. ალკოჰოლი ცნს-ზე მოქმედებს შემაკავებლად. შედარებით მსუბუქ შემთხვევაში გამოხატულია იდეამოტორული აგზნება და ვეგეტატიური სიმპტომები. შეკავების გაღრმავებას თან სდევს სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევები და ფსიქიკური ფუნქციების დათრგუნვა კომატოზურ მდგომარეობამდე. ალკოჰოლის მიღება იწვევს თრობას, რომლის სიღრმე და სურათის თავისებურება დაკავშირებულია რიგ ფაქტორებზე: ადამიანის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, მიღებული ალკოჰოლის სახეზე (სასმელში სპირტის შემცველობის პროცესზე და მასში სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე) მიღებული საკვების რაოდენობასა და თავისებურებებზე, ალკოჰოლის მიღებისადმი განწყობაზე პათოპლასტიკური მომენტების არსებობაზე და სხვ. არჩევენ ფიზიოლოგიურ ალკოჰოლურ თრობას. პათოლოგიურ ალკოჰოლურ თრობას და შეცვლილ ალკოჰოლურ თრობას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9