ფსიქოანალიზში: აღნიშნავს მოქმედებას, უპირატესად იმპულსურს, რომელიც გამოვარდნილია სუბიექტის ჩვეული მოტივაციური სისტემებიდან. Acting out —„გათამაშება“ გამოხატავს ადამიანის ტენდენციას, ფაქტის ცნობიერი აღიარების და გააზრების გარეშე აღადგინოს დავიწყებული მოგონებები და კონფლიქტები მოქმედების (და არა სიტყვების) საშუალებით. გათამაშება ხელს უწყობს დავიწყებული ტრავმული შემთხვევის ან ცხოვრების პერიოდის გახსენებას. სექსუალური და აგრესიული სურვილები ან ამ სურვილების წინააღმდეგ თავდაცვა გამოხატულია გათამაშების სცენით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.