A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Alcohol intoxication

303.00 - DSM IV-ით ალკოჰლური ინტოქსიკაციის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) ალკოჰოლის მიღების შესახებ მონაცემები. ბ) კლინიკურად მნიშვნელოვანი არაადაპტირებული ქცევითი და ფსიქოლოგიური ცვლილებები (მაგ., გაუკუღმართებული სექსუალური ქცევა და აგრესიულობა, გუნება-განწყობის მერყეობა, აზროვნების დარღვევები, სოციალური და მოქმედებითი ქცევითი აშლილობები), განვითარებული ალკოჰოლის მიღების დროს ან მის შემდეგ. გ) ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან მეტი, განვითარებული ალკოჰოლის მიღების დროს ან მის შემდეგ: 1. დიზართრიული მეტყველება; 2. კოორდინაციის დარღვევები; 3. მოძრაობითი (სიარული) დარღვევები; 4. ნისტაგმი; 5. მეხსიერების და ყურადღების მოშლა; 6. სოპორი ან კომა. დ) სიმპტომები არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან ან რაიმე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9