A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური თრობა ფიზიოლოგიური მსუბუქი

Rus. алькогольное опьянение физиологическое лёгкая степень
მსუბუქი თრობის დროს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია მერყეობს 0,3-1,5%. აღმოცენდება სითბოს შეგრძნება, კანისა და ლორწოვანის ჰიპერემია, პულსის აჩქარება, მადის მომატება: გუნება განწყობის ტონი იწევს მაღლა, ვლინდება სიმხნევისა და კმაყოფილების, ფსიქიკური კომფორტის შეგრძნება. სუბიექტს უჩნდება ლაპარაკისა და ქმედების სურვილი. მეტყველება ხმამაღალია, ჟესტიკულაცია მკაფიო, მოძრაობები გაფართოებული. პასიური ყურადღება აწეულია, ასოციაციები აჩქარებული, ზოგჯერ არათანმიმდევრული და ზერელეა. მოძრაობების გააქტიურებასთან ერთად აღინიშნება ნატიფი კოორდინაციული დარღვევები, ზუსტი სამუშაოს შესრულება ძნელდება, ხშირდება შეცდომები, ემოციური ტონი ცვალებადია, მხიარული გუნება-განწყობა შეიძლება უმნიშვნელო მიზეზის გამო შეიცვალოს გამღიაზიანებლობითი შარიანობით, შემდგე კი კვლავ დაუბრუნდეს საწყისი განწყობა. გარკვეული დროის შემდეგ აქტიური და აწეული მდგომარეობა იცვლება მოთენთილობით, განურჩევლობით. მოძრაობები ნელდება, მატულობს დაღლილობა, ჩნდება ძილის სურვილი თრობა გრძელდება რამდენიმე საათს, ამნეზია არ ახასიათებ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9