Rus. алькогольное опьянение параноидное ასეთ შემთხვევებში ცნობიერების დაბინდვას თან ახლავს ჰალუცინაციურ-ბოდვითი აშლილობები. მათი შინაარსი, როგორც წესი ატარებს ავადმყოფისთვის შემაძრწუნებელ და მუქარის ხასიათს და თან ერთვის შიშის, განრისხების, საშინელების მოლოდინის არსებული აფექტი. მეტყველება და ამ პერიოდში არსებული მიზანმიმართული მოქმედებები გარემოს ავადმყოფური აღქმის შედეგია. ადგილი აქვს როგორც თავდაცვით ასევე აგრესიული ხასიათის ქმედებებს. მდგომარეობა თავდება უეცრად და გადადის ტერმინალურ ძილში სრული ან პარციალური ამნეზიით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.