Rus. алькогольное опьянение физиологическое средняя степень საშუალო სიმძიმის თრობის დროს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია მერყეობს 1,5-2,5%0. კლინიკურად – მოძრაობები დისკოორდინირებული. მეტყველება დიზართრიული. ხმამაღალი (სმენითი აღქმის დაქვეითების ხარჯზე), ასოციაცური პროცესები შენელებული (გაძნელებულია საჭირო სიტყვის მონახვა), ხშირად ერთიდაიგივე წინადადებების ან აზრის გამეორება. ყურადღების გადართვა გაძნელებულია. ხდება მხოლოდ გარეშე ჩარევით. მთლიანი სიტუაციის აღქმა გართულებულია. კრიტიკა როგორც საკუთარი ასევე გარშემომყოფთა მოქმედებების მიმართ დაქვეითებულია. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციის შექმნას. რომელიც თავისთავად რთულდება საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებით, ადვილად წარმოქმნილი სურვილებისა და მისწრაფებების განმუხრუჭებით. მიმიკა – ღარიბი. სიმთვრალის მდგომარეობას მოსდევს ღრმა ძილი. გამოხატულია თრობის ნაწილობრივი ამნეზია. თრობიდან 6-8-12 სთ შემდეგ გამოხატულია მოდუნება. სხეულში დამტვრეულობის შეგრძნება. პირის სიმშრალე. წყურვილი უსიამოვნო შეგრძნებები გულის ღვიძლის და კუჭის არეში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.