L. delinquens - დამნაშავე, natalis - დაბადებული ტერმინი მოწოდებული ლომბროზოს (C.Lombroso. 1876) მიერ „თანდაყოლილი დამნაშავის“ ტიპის, ავტორის მიერ ანთროპოლოგიურად გამოყოფილი ადამიანის განსაკუთრებული ქვესახეობის (homo delinquens) აღსანიშნავად. გამოირჩევა დამახასიათებელი აღნაგობით, დეგენერაციული ნიშნების არსებობით და რიგი ფსიქიკური დაავადებებისადმი წინაგანწყობით. ეს კონცეფცია იწვევდა ისეთი მოვლენის არასწორ ბიოლოგიზაციას, როგორიც არის დამნაშავეობა, მისი სოციალური ფესვების იგნორირებას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.