291,0-DSM IV-ით ამფეტამინების მოხმარების აღკვეთის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) ამფეტამინის ან მსგავსი ნივთიერების ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ მისი მიღების შემცირება ან შეწყვეტა. ბ) დისფორიული გუნება-განწყობა და ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი ან მეტი, განვითარებული ა. კრიტერიუმის შემდეგ რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში; 1. მოდუნება; 2. ნათელი, მკაფიო კოშმარული სიზრები; 3. ინსომნია ან ჰიპერსომნია 4. მომატებული მადა; 5. ფსიქომოტორული აგზნება ან შეკავება. გ) სიმპტომები ჩამოთვლილი ბ) კრიტერიუმში იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დარღვევებს სოციალური და სხვა ფუნქციების მხრივ. დ) სიმპტომები არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან ან რაიმე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.