A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Caffeine intoxication

305, 90 - DSM IV-ით კოფეინით ინტოკსიკაციის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) კოფეინის ჩვეულებრივ დიდი რაოდენობით, 250 მგ (მაგარი მოხარშული ყავა 2-3 ჭიქა დღეში) გამოყენების შესახებ მონაცემები. ბ) ქვემოთ ჩამოთვლილ 5 ან მეტი სიმპტომი, განვითარებული კოფეინის მიღების დროს ან მის შემდეგ : 1. მოუსვენრობა; 2. ნევროზულობა; 3. გამღიზიანებლობა; 4. უძილობა; 5. სახის ჰიპერემია; 6. გახშირებული დიურეზი; 7. ფაღარათი; 8. კუნთოვანი კრუნჩხვები; 9. დაუკავშირებელი მეტყველება, აზრთა ჩანაცვლება; 10. ტაქიკარდია და არითმია; 11. დაუღლელობის პერიოდები; 12. ფსიქომოტორული აჟიტირება. გ) სიმპტომები ჩამოთვლილი ბ. კრიტერიუმში იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დარღვევებს სოციალური და სხვა ფუნქციების მხრივ. დ) სიმპტომები არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან ან რაიმე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან. სპეფიციკურად განსახილველია პერცეფციული დარღვევების არსებობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9