A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Hallucinogen intoxication

292,89 - DSM-IV-ით ჰალუცინოგენებით ინტოქსიკაციის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) ჰალუცინოგენების მოხმარების შესახებ მონაცემები. ბ) კლინიკურად მნიშვნელოვანი არაადაპტირებული ქცევითი და ფსიქოლოგიური ცვლილებები (მაგ., გამოხატული შფოთვა ან დეპრესია, დამოკიდებულების იდეები, შეშლილობის შიში, პარანოიდული აზრები, არასწორი მსჯელობა, არასწორი სოციალური და ქცევითი მოქმედებები), განვითარებული ჰალუცინოგენების მიღებიდან მოკლე დროში. გ) პერცეფციური ცვლილებები აღმოცენდება ფხიზელ მდგომარეობაში აწეული აღქმის და გამახვილებული ყურადღების ფონზე (მაგ., ფერების განსაკუთრებული სიკაშკაშე, დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია, ილუზიები და ჰალუცინაციები, სინკინეზიები) ჰალუცინოგენების მიღებიდან მოკლე დროში. დ) ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი ან მეტი, განვითარებული ჰალუცინოგენების გამოყენებიდან მოკლე დროში : 1. ტაქიკარდია; 2. გუგების გაფართოება; 3. ოფლიანობა; 4. გულის ფრიალი; 5. მხედველობის დაბინდვა; 6. ტრემორი; 7. კოორდინაციის დარღვევა. ეს სიმპტომები არ არის დაკავშირებული) ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან ან რაიმე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან. სპეფიციკურად განსახილველია პერცეფციული დარღვევების არსებობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9