A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Inhalant intoxication

292, 89 - ით ინჰალატორებით ინტოქსიკაციის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) სწრაფად აქროლადი ინჰალანტების (საანესთეზიო აირები და სწრაფი მოქმედების ვაზოდილატატორები) თუნდაც ხანმოკლე დროით მაღალი დოზებით მოხმარების შესახებ მონაცემები. ბ) კლინიკურად მნიშვნელოვანი არაადაპტირებული ქცევითი და ფსიქოლოგიური ცვლილებები (მაგ., აგრესიულობა და შარიანობა, აპათია, არასწორი მსჯელობა, ორიენტაციის დარღვევა), განვითარებული ინჰალანტების მოხმარებისთანავე, გ) ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი ან მეტი, განვითარებული ინჰალანტების მოხმარების შემდეგ მოკლე დროში) : 1. გაბრუება; 2. ნისტაგმი; 3. დისკოორდინაცია; 4. მეტყველების გაძნელება; 5. სიარულის და წონასწორობის დარღვევა; 6. ლეთარგია; 7. რეფლექსების დათრგუნვა; 8. ფსიქომოტორული შეკავება; 9. ტრემორი; 10. გენერალიზებული კუნთოვანი სისუსტე; 11. მხედველობის დაბინვა ან დიპლოპია; 12. სტუპორი ან კომა; 13. ეიფორია. დ) სიმპტომები არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან ან რაიმე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9