292, 89-DSM IV-ით ფენციკლიდინით ინტოქსიკაციის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) ფენციკლიდინის ან მსგავსი ნივთიერების მოხმარების შესახებ მონაცემები. ბ) კლინიკურად მნიშვნელოვანი არაადაპტირებული ქცევითი და ფსიქოლოგიური ცვლილებები (მაგ., აგრესიულობა და შარიანობა, იმპულსურობა, საკუთარი მოქმედებების და ქცევის გაუაზრებლობა, ფსიქიკური აჟიტაცია, არასწორი მსჯელობა, არასწორი ქცევითი და სოციალური მოქმედებები), განვითარებული ფენციკლიდინის ან მსგავსი ნივთიერების მოხმარებისთანავე. გ) ქვევით ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი ან მეტი, განვითარებული ფენციკლიდინის მოხმარებიდან (მოწევა, შესუნთქვა, ინტრავენური ინექცია) ერთი საათის შემდეგ: 1. ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ნისტაგმი; 2. ჰიპერტენზია ან ტაქიკარდია; 3. ტკივილისადმი მგრძნობელობის შესუსტება ან გაქრობა; 4. ატაქსია; 5. დიზართრია; 6. კუნთოვანი რიგიდობა; 7. გულყრები; 8. ჰიპერაკუზია. დ) სიმპტომები არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან ან რაიმე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან. სპეფიციკურად განსახილველია პერცეფციული დარღვევების არსებობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.