292, 0 - DSM IV-ით სედაცური. ჰიპნოზური ან ანქსიოლიზური პრეპარატების მოხმარების აღკვეთის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) სედაციური, ჰიპნოზური ან ანქსიოლიზური პრეპარატების ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ მისი მიღების შემცირება ან შეწყვეტა. ბ) ქვევით ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი ან მეტი, განვითარებული სედაციური, ჰიპნოზური ან ანქსიოლიზური პრეპარატების მოხმარების შეწყვეტიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ: 1. ავტონომიური სისტემების ჰიპერრეაქტიულობა (მაგ., ოფლიანობა ან პულსის მომატება წუთში 100-ზე მეტად); 2. კიდურების ტრემორი; 3. ინსომნია; 4. გულისრევა ან ღებინება; 5. მხედველობითი, სმენითი და ტაქტილური ილუზიები და ჰალუცინაციები; 6. ფსიქიკური აჟიტაცია; 7. შფოთვა; 8. ეპილეფსიფორმული გულყრები. გ) სიმპტომები ჩამოთვლილი ბ. კრიტერიუმში იწვევს დარღვევებს სოციალურ და ქცევით მოქმედებებში. დ) სიმპტომები არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან ან რაიმე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან. სპეციფიკურად განსახილველია პერცეპციური დარღვევების არსებობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.