A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Substance abuse intoxication

DSM IV-ით ნივთიერების ბოროტად გამოყენების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) ნივთიერების არასამედიცინო მიზნით გამოყენება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევები, გამოვლენილი ქვევით ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან მეტი, 12 თვის განმავლობაში: 1. ნივთიერების განმეორებითი მოხმარების გამო ინდივიდი ვერ ახერხებს თავისი საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებას სამსახურში, სახლში, სკოლაში და ა.შ; 2.ნივთიერების მუდმივი გამოყენება ისეთ სიტუაციაში (ავტომობილის მართვა, მექანიკურ ჩარხზე მუშაობა), რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური დაზიანება; 3. მუდმივი პრობლემები კანონთან ნივთიერების გამოყენების გამო; 4. ნივთიერების მოხმარების გაგრძელება, მიუხედავად სოციალური, ოჯახური და პიროვნული პრობლემებისა, რომელიც გამოწვეულია ან გამწვავებულია ნივთიერების მოქმედებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9