DSM IV-ით ნივთიერებისადმი დამოკიდებულების სადიაგნოსტიკო პრიტერიუმები (ადაპტირებული). ნივთიერების არასამედიცინო მიზნით გამოყენება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევები, გამოვლენილი ქვევით ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან მეტი, 12 თვის განმავლობაში: 1. ტოლერანტობის არსებობა. ამ ნივთიერების მნიშვნელოვნად გაზრდილი რაოდენობის მოთხოვნილება ინტოქსიკაციის ან სასურველი ეფექტის მისაღწევად. ბ) ნივთიერების ეფექტის მნიშვნელოვანი შემცირება მისი ერთი და იგივე რაოდენობის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ. 2. აღკვეთის სინდრომის არსებობა. ა) ნივთიერებისადმი სპეციფიკურად დამახასიათებელი აღკვეთის სინდრომის აღმოცენება ა. და ბ. კრიტერიუმები.); ბ) იგივე ან მსგავსი ნივთიერების მიღება აღკვეთით გამოწვეული სიმპტომებისაგან გასანთავისუფლებალად; 3. ნივთიერება მიიღება უფრო დიდი რაოდენობით და (ან) უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვიდრე იყო განზრახული; 4. ადგილი აქვს ნივთიერების მიღების მუდმივი სურვილის არსებობას და (ან) მცდელობა, შეწყვიტოს მისი მიღება ან აკონტროლოს მისი რაოდენობა, უშედეგოა. 5. დიდი დრო და ძალისხმევა იხარჯება სასურველი ნივთიერების მოსაპოვებლად და შემდგომ მისი გამოყენების ეფექტისგან გასანთავისუფლებლად. 6. შემცირებულია ან საერთოდ არ არის ინდივიდისთვის მნიშვნელოვანი სოციალური, პროფესიული და გართობის მიზნით) გამოხატული აქტივობა. 7. ნივთიერების გამოყენების გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ გათვიცნობიერებულია მის მიერ გამოწვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.