A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Substanceintoxication Delirium

DSM IV-ით ნივთიერებით ინტოქსიკაციის ფონზე აღმოცენებული დელირიუმის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა. ცნობიერების აშლა (გარემომცველი სამყაროს აღქმის შეცვლა, ყურადღების კონცენტრაციის და მისი გადატანის უნარის დაქვეითება). ბ. ცვლილებები კოგნიტიურ სფეროში (მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების მოშლა) ან პერცეფციული დარღვევების განვითარება, რაც არ უკავშირდება წინამორბედ, არსებულ ან განვითარებად დემენციას. გ. დარღვევები ვითარდება დროის მოკლე პერიოდში (ჩვეულებრივ, საათებში ან დღეებში) და ახასიათებს მერყეობა. დ. ანამნეზიდან, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება 1 ან 2.1. ა. და ბ. კრიტერიუმების სიმპტომები განვითარდა ნივთიერებით ინტოქსიკაციის დროს; 2. დარღვევები ეტიოლოგიურად დაკავშირებულია გამოყენებულ ნივთიერებასთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9