A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Substance – induced Anxiety disorder

DSM IV-ით ნივთიერებით გამოწვეული შფოთვითი ცვლილებების სადიაგნოსტნკო პრიტერიუმები (ადაპტირებული). ა. მკაფიოდ გამოხატული შფოთვა, პანიკური აშლილობები ან დომინირებული ობსესიური და (ან) კომპულსიური შეტევები კლინიკურ სურათში. ბ. ანამნეზიდან, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით ნათელია 1. ან 2. 1. ა. კრიტერიუმის სიმპტომები ვლინდება ნივთიერებით ინტოქსიკაციის ფონზე ან მისი აღკვეთიდან 1 თვის განმავლობაში; 2. დარღვევები ეტიოლოგიურად დაკავშირებულია გამოყენებულ ნივთიერებასთან. გ. ფსიქოპათოლოგიური ცვლილებები არ შეესაბამება ფსიქოზურ აშლილობებს, რომლებიც არ არის გამოწვეული ნივთიერების გამოყენებით. დ. აღნიშნული აშლილობები არ ვლინდება მხოლოდ დელირიუმის დროს. ე. სიმპტომები იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს სოციალურ და მოღვაწეობის სხვა სფეროებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9