A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Substance–induced Mood disorder

DSM IV-ით ნივთიერებით გამოწვეული გუნება-განწყობის ცვლილებების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა. გუნება-განწყობის მკაფიოდ გამოხატული და მყარი ცვლილებები, რომელიც ხასიათდება 1. ა (ან) 2. 1. დაქვეითებული გუნება-განწყობა ან მნიშვნელოვნად შემცირებული აქტიურობა და ლტოლვა; 2. აწეული, ექსპანსიური ან გამღიზიანებლური გუნება-განწყობა. ბ. ანამნეზიდან კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით მკაფიოა 1. ან 2. 1. ა. კრიტერიუმის სიმპტომები განვითარდა ნივთიერებით ინტოქსიკაციის ფონზე ან აღკვეთიდან 1 თვის განმავლობაში; 2. ცვლილებები ეტიოლოგიურად დაკავშირებულია გამოყენებულ ნივთიერებასთან. გ. ფსიქოპათოლოგიური ცვლილებები არ შეესაბამება ფსიქოზურ აშლილობებს, რომლებიც არ არის გამოწვეული ნივთიერების გამოყენებით. დ. აღნიშნული აშლილობები არ ვლინდება მხოლოდ დელირიუმის დროს. ე. სიმპტომები იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს სოციალურ და მოღვაწეობის სხვა სფეროებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9