DSM IV-ით ნივთიერებით გამოწვეული პერსისტირებული დემენცის სადიაგნოსტნკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა. მრავალმხრივი კოგნიტიური ცვლილებების განვითარება, გამოხატული 1. ან 2. 1. მეხსიერების დარღვევა (ფიქსაციაზე და რეპროდუქციაზე) 2. ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევა: აფაზია; აპრაქსია; აგნოზია; ქცევითი მოქმედებების დეზორგანიზაცია (დაგეგმვა, ორგანიზება, აბსტრაჰირება). ბ. კოგნიტიური დარღვევები, მოყვანილი ა.შ. და ა.2. კრიტერიუმებში, იწვევს სოციალურ და შრომით ურთიერთობებში მნიშვნელოვან გადახრას მანამდე არსებული ფუნქციური დონიდან. გ. დეფიციტური სიმპტომები არ ვლინდება მოკლე დროის განმავლობაში და ჩვეულებრივ, გრძელდება მწვავე პერიოდის გავლის შემდეგაც. დ. ანამნეზიდან, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით აშკარად ვლინდება, რომ დარღვევები დაკავშირებულია ნივთიერების მიღებასთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.