DSM IV-ით ნივთიერებით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციის სადიაგნოსტიკო პრიტერიუმები (ადაპტირებული). ა. კლინიკურად მნიშვნელოვანი სექსუალური დარღვევები, რაც განაპირობებს დისტრესს და პიროვნებათშორისი ურთიერთობების გაძნელებას. ბ. ანამნეზიდან, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით ნათელია სექსუალური დარღვევების კავშირი ნივთიერების გამოყენებასთან და ვლინდება 1. ან 2. 1. სიმპტომები, განვითარებული ა. კრიტერიუმში, ვლინდება ნივთიერებით ინტოქსიკაციიდან 1 თვის განმავლობაში ან შემდგომ; 2. დარღვევები ეტიოლოგიურად დაკავშირებულია გამოყენებულ ნივთიერებასთან. გ. ფსიქოპათოლოგიური ცვლილებები არ შეესაბამება ფსიქოზურ აშლილობებს, რომლებიც არ არის გამოწვეული ნივთიერების გამოყენებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.