A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Substance–induced Sleep disorder

DSM IV-ით ნივთიერებით გამოწვეული ძილის დარღვევების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა. ძილის დარღვევები გამოხატულია იმდენად, რომ იმსახურებს დამოუკიდებელ კლინიკურ ყურადღებას. ბ. ანამნეზიდან, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით ნათელია 1. ან 2. 1. ა. კრიტერიუმის სიმპტომები ვლინდება ნივთიერებით ინტოქსიკაციის ფონზე ან მისი აღკვეთიდან 1 თვის განმავლობაში; 2. დარღვევები ეტიოლოგიურად დაკავშირებულია გამოყენებულ ნივთიერებასთან. გ. ფსიქოპათოლოგიური ცვლილებები არ შეესაბამება ფსიქოზურ აშლილობებს, რომლებიც არ არის გამოწვეული ნივთიერების გამოყენებით. დ. დარღვევა არ ვლინდება მხოლოდ დელირიუმის მიმდინარეობისას. ე. ძილის დარღვევა იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს სოციალურ და მოღვაწეობის სხვა სფეროებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9