DSM IV-ით ნივთიერების მიღების აღკვეთის ფონზე განვითარებული დელირიუმის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა. ცნობიერების აშლა (გარემომცველი სამყაროს აღქმის შეცვლა, ყურადღების კონცენტრაციის და მისი გადატანის უნარის დაქვეითება). ბ. ცვლილებები კოგნიტიურ სფეროში (მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების მოშლა) ან პერცეფციული დარღვევების განვითარება, რაც არ უკავშირდება წინამორბედ, არსებულ ან განვითარებად დემენციას. გ. დარღვევები ვითარდება დროის მოკლე პერიოდში (ჩვეულებრივ, საათებში ან დღეებში) და ახასიათებს მერყეობა. დ. ანამნეზიდან, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით აშკარად ვლინდება, რომ ა. და ბ. კრიტერიუმები განვითარდა ნივთიერების აღკვეთიდან მოკლე დროის განმავლობაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.