(Guam - კუნძული წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში; ALS - amyotrophic lateral Sclerosis, PDC - parkin Solnisian lementia complex). კუნძულ გუამის (ჩამორო) აბორიგენთა ფატალური დაავადება, რომლის კლინიკური სურათი მსგავსია ცნს-ის ნეიროდეგენერაციული დაავადებებისა, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, პარკინსონიზმი. ეტიოლოგია უცნობია, ვარაუდობენ ეგზოტოქსინის გავლენას (ადგილობრივი მცენარეების ნაყოფში შეცვლილი ამინმჟავები, ალუმინი, თუთია). ამჟამად, დაავადება პრაქტიკულად არ გვხვდება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.