A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

HE HI HO
HOM

Homo Moralis

მორალური ადამიანი. ცნება შემოტანილია ა. ზურაბაშვილის (1971) მიერ. მისი აზრით, ცნება Homo Sapiens არ ასახავს მთლიანად ადამიანის, როგორც პიროვნების სრულყოფილებას. „გონიერი ადამიანი“ შეიძლება იყოს კეთილი, ბოროტი, დადებითი, უარყოფითი და ა.შ. ამიტომ მისი „გონიერება“ არ განსაზღვრავს პიროვნული მახასიათებლების მიმართულებას, რომელიც ა. ზურაბაშვილის აზრით, დამოკიდებულია პიროვნებაში მორალური კატეგორიების არსებობაზე; ეს უკანასკნელი კი განსაზღვრავს მის ზოგადად დადებით ან ზოგადად უარყოფით პიროვნებად აღქმას. ავტორი მიუთითებდა, რომ კაცობრიობის წინსვლა და მისი გადარჩენა დაკავშირებულია იმ მორალური დეპრივაციის შეჩერებაზე, რომლისაკენაც მისი აზრით, სამწუხაროდ, თანდათან მიდის კაცობრიობა. ამიტომ მას ადამიანის არსებობასა და განვითარებაში მნიშვნელოვნად მიაჩნდა არა გონიერი, არამედ მორალური საწყისი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9