A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

VE VI
VER

Verschrobenheit

G. ახირება, უცნაურობა, შერეკილობა
(Birnbaum K., 1906: Kraepelin E., 1911). პიროვნული თვისებების ცვლილების ტიპი, რომლიც დროსაც აღინიშნება თავისებური ქცევა, უჩვეულო მანერები, უაზრო ქცევები, მეტყველებაში - უადგილო, ნაკლებად გამოყენებული, განსაკუთრებით აბსტრაქტული სიტყვები და გამოთქმები, ნეოლოგიზმები. უბრალო საგნებზე ლაპარაკობენ მანერულად, არაბუნებრივად, მიმიკა და ჟესტიკულაცია მოკლებულია აფექტურ მნიშვნელობას. დამახასიათებელია მარტოობისადმი, ჩაკეტილობისადმი მიდრეკილება. განიხილება როგორც ტიპური შიზოფრენიული სიმპტომი, ფსიქიკური დეფექტის გამოვლინება. მსუბუქ ფორმაში ცალკეული გამოვლინებები შეიძლება აღინიშნებოდეს ფსიქოპათიურ და აქცენტუირებულ პიროვნებებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9