A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ღაზოიანობის (ეჭვიანობის) ბოდვა

Rus. алкогольный бред ревности
ფსიქოზი უვითარდებათ პარანოიალური ხაზების მატარებელ პირებს, იშვიათად ალკოჰოლური დეგრადაციის ფონზე. ეჭვიანობის იდეები თავდაპირველადა ატარებს ეპიზოდურ ხასიათს და მხოლოდ სიმთვრალისა და აბსტინენციის ფონზე. ავადმყოფებისათვის დამახასითებელია უხეშობა, თავშეუკავებლობა, შარიანობა. მეუღლეებთან წყვეტენ ინტიმურ დამოკიდებულებას. აღნიშნული ფსიქოგენური სინდრომი წარმოადგენს წინაპირობას ეჭვიანობის ზეღირებული იდეების წარმოსაშობად. რომლებიც აღმოცენდება უკვე ე.წ. ნათელ პერიოდებშიც. ეჭვიანობის იდეების გაძლიერება ან შესუსტება დაავადების ამ ეტაპზე დაკავშირებულია რეალურ და ფსიქოლოგიურად გასაგებ საბაბთან. ამ პერიოდში ავადმყოფებიდსათვის დამახასიათებელია დისფორიული აფექტი. ისინი სისტემატიურად აწარმოებენ მეუღლეების გამოკითხვას, აიძულებენ მათ აღიარონ ღალატის ფაქტი, მისი მიზეზები, პირდებიან პატიებას და ა.შ. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ხდება ბოდვითი დარწმუნება ღალატის შესახებ, რასაც თან სდევს შესაბამისი ბოდვითი ქცევა, ეს უკანასკნელი გამოიხატება სხვადასხვა სახის „შემამოწმებელი“ ქმედობებით. ამავე დროს აღმოცენდება აზრი კონკრეტული საყვარლის შესახებ. შემდგომში ფსიქოზი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით, დარჩეს მონოთემატური, მიიღოს რეტროსპექტული ხასიათი. ავადმყოფს მიაჩნია რომ მეუღლე ღალატობს დიდი ხანია, რომ შვილები მისი არ არიან და ა.შ. სხვა შემთხვევაში კლინიკურ სურათში თავს იჩენს სხვა შინაარსის მატერიალური ზარალის, მოწამვლის და მოჯადოების – ბოდვითი იდეებიც. ბოდვით დარწმუნებას შესაძლოა თან სდევდეს კრიმინოგენული ქცევებიც. ალკოჰოლიზაცია იწვევს ფსიქოზის სიმპტომატიკის გაძლიერებას და აგრესიას რისკის მომატებას. ფსიქოზი შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წელიწადს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9