Rus. алкогольный синдром лобной атрофий ალკოჰოლიზმის დროს ატროფიული პროცესი მოიცავს თავის ტვინის მთელ ქერქს, განსაკუთრებით შუბლის წილისას, შემდგომში ქერქის პარიეტულ და ლიმბურ ნაწილებს, თანდათანობით მცირდება ნერვიული უჯრედების რაოდენობა: ატროფიული პროცესების განვითარებას ხელს უწყობს ქალასშიგა წნევის მომატება, განპირობებული ჰიდროცეფალიით უპირატესად გვერდით და მესამე პარკუჭებში. თავის ტვინის შუბლის წილის უჯრედების ატროფია ვლინდება „შუბლის სინდრომით“ – პიროვნების ალკოჰოლური დეგრადაციით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.