Rus. алкоголные галлюцинозы აღნიშნული ფორმის ფსიქოზები მიჩნეულია მეტალკოჰოლურ ფსიქოზად. გვხდება მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული მიმდინარეობის ფსიქოზის სახით. ალკოჰოლური ჰალუცინოზების წამყვან სინდრომს წარმოადგენს ვერბალური ჰალუცინოზი. იმის მიხედვით თუ რა პათოპლასტიკური მომენტებია ჩართული დაავადებაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სხვა ეგზო- და ენდოგენურ სინდრომთა გამოვლინებას. თუ ალკოჰოლური ჰალუცინოზები გრძელდება ერთიდან ექვს თვემდე, ლაპარაკია ქვემწვავე ბუნების ალკოჰოლური ჰალუცინოზზე: უფრო მეტ ხანს გაგრძელებული შემთხვევები ითვლება ქრონიკულად მიმდინარე ალკოჰოლური ჰალუცინოზად, რომლის ხანგრძლივობამ შეიძლება მიაღწიოს 15-30 წელიწადს. არჩევენ ალკოჰოლური ჰალუცინოზების სხვადასხვა ფორმებს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.