A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ჰალუცინოზები მწვავე

Rus. алкоголные галлюцинозы острый
უმეტესად ვითარდება აბსტინენციური მოვლენების ფონზე. თან ახლავს შფოთვა, ბოდვითი განწყობა, ვეგეტატურ-სომატური სიმპტომები. შეიძლება აღმოცენდეს ღრეული სმის ბოლო დღეებში. ჰალუცინაციები იწყება, როგორც წესი საღამოს საათებში ან ღამე დაძინებისას. გამოვლინდება აკოაზმებისა და ფონების სახით. ეს უკანასკნელნი ნეიტრალურია ავადმყოფის მიმართ. ავადმყოფები გამოხატავენ გაკვირვებას, გაოცებას, უკმაყოფილებას და აღშფოთებას. ზოგჯერ დებიუტში შეიძლება ადგილი ქონდეს ფრაგმენტულ დელირიულ ჩართვებს, შემდგომში შფოთვის, შიშის დაბნეულობის ფონზე აღმოცენდება მრავლობითი ვერბალური ჰალუცინაციები, რომლებიც მიეკუთვნება ერთ, ორ ან ბევრ ხმას. ისინი ლანძღავენ, ადანაშაულებენ, ემუქრებიან, ერთმანეთში განიხილავენ ავადმყოფის წარსულ ქცევებს. მათი შინაარსი მრავალფეროვანია, მაგრამ როგორც წესი დაკავშირებულია წარსულისა და აწყმოს რეალურ მოვლენებთან. ინტენსიურობა სხვადასხვანაირია, ჩურჩულიდან ყვირილამდე. ფსიქოზის გაღრმავებას მოსდევს პოლივოკალური ჰალუცინოზი, რომლის შინაარსი ცვალებადია, მაგრამ არ ცილდება ერთიან თემატურ ხაზზს. მაგ. ავადმყოფს ესმის მასზე გამართული სასამართლო პროცესის მსვლელობ, ჰალუცინაციები იმდენად გრძნობადი და ხატოვანია, რომ ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ავადმყოფი ამას ყველაფერს ხედავს და არამხოლოდ ესმის. დასაწყისშივე გამოვლინდება, დევნის ფიზიკური განადგურების და დანაშაულის იდეები შინაარსობივად მჭიდროს დაკავშირებული ჰალუცინოზთან, ე.წ. ალკოჰოლური ჰალუცინაციური ბოდვა. ჰალუცინოზის მწვერვალზე აფექტური აშლილობა ვლინდება შფოთვით, შიშით, სასოწარკვეთით. თან ერთვის მოტორული აგზნება. ავადმყოფები მიმართავენ პოლიციას და პროკურატურას თვიდაცვის მიზნით, სჩადიან საზოგადოებრივად საშიშ ქმედებებს, სუიციდურ ცდებს, ფსიქოზი მწვავდება საღამოხანს და ღამის სათებში, ფსიქიკური აშლის მოვლენათა რუდექცია ხდება კრიტიკულად, ღრმა ძილის შემდეგ, იშვიათად თანდათანობით. ვერბალური ჰალუცინოზის გამოხატულება მცირდება თანდათან და ქრება დღის საათებში. ჰალუცინოზის უკუგანვითარების შემდეგ წარმოიშობა მის მიმართ კრიტიკა, ხანგრძლივობა რამოდენიმე დღიდან ერთ კვირამდე.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9