Rus. алкоголные галлюцинозы острый, абортный ერთ შემთხვევაში წარმოიშობა მხოლოდ სმენითი ჰალუცინაციები, აკოაზმების სახით. ასეთ დროს ავადმყოფის ქცევა მნიშვნელოვნად არ იცვლება. სხვა შემთხვევაში ფსიქოზი იწყება შემაშინებელი და დამადანაშაულებელი შინაარსის ვერბალური ჰალუცინაციით. ჰალუცინაციური ბოდვის აღმოცენებით. თან ახლავს შფოთვისა და შიშის აფექტი, თავდაცვითი მოქმედებები. ფსიქოზი გრძელდება რამდენიმე საათიდან ერთ დღემდე. ზოგ შემთხვევაში მსგავსი აშლილობანი წარმოადგენს ჰალუცინაციური ფსიქოზის დებიუტს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.