Rus. алкоголные галлюцинозы острый с выражённым бредом ფსიქოზი იწყება საშიში, მუქარის შინაარსის გამოხატული ვერბალური ჰალუცინოზით. დებიუტშივე ფორმირდება გამოკვეთილი დევნის ბოდვა, რომლის შინაარსში აისახება, ჰალუცინაციური განცდები. ხატოვანი ბოდვის შინაარსზე მიუთითებს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის გარემოს ილუზორული აღქმა, შიშში გარდამავალი დაძაბული შფოთვის აფექტი, გამოხატული დაბნეულობა, ცრუ ცნობის შემთხვევაში და სხვ. მიუხედავად ჰალუცინაციური აშლილობის გაქრობისა, ბოდვითა აზრები არ რედუცირდება. ავადმყოფთა მოქმედებები მიმართულია მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად, ხშირად იმპულსურია. უპირველესად ხდება აფექტური პათოლიგიის შესუსტება. რის შედეგად თანდათან ფერმკთალდება ბოდვითი იდეები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.