A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ჰალუცინოზები მწვავე დელირიული სინდრომით

Rus. алкоголные галлюцинозы острый с делириозным синдромом
დელირული აშლილობები გამოვლინდება ჰალუცინაზის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპებზე. ჰალუცინოზის დებიუტში და მისი უკუგანვითარების ადგილი აქვს ერთეულ დელირიულ ჩართვებს, ხოლო ჰალუცინოზის განვითარების მწვერვალზე – გაშლილი დელირიულ სიმპტომებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერბალური ჰალუცინოზი წარმოადგენს ფსიქოზის წამყვან სიმპტომს, გარკვეულ პერიოდში დელირიულმა ჩართვებმა შეიძლება მიიღოს დომინირებული სახე, ფსიქოზის გართულება ან სახეცვლილება უმეტესად ხდება ღამის საათებში. წარმოიშობა ზოოფსიური და სხვა შინაარსის მხედველობითი ჰალუცინაციები, რომლებიც ატარებს სცენისმაგვარ ხასიათს და რთულდება ტაქტილური და თერმული ჰალუცინაციებით. შიშის აფექტს ცვლის ეიფორია, მოძრაობითი აგზნება გამოიხატება საქმიანი ფუსფუსით ან „დასაქმებულობის ბოდვით“. დელირიული სიმპტომის გაღრმავებასთან ერთად წარმოიქმნება ფანტასტიკური შინაარსის სცენისმაგვარი ჰალუცინაციები, რომლებშიც ავადმყოფები თავს მონაწილედ აღიქვამენ. ამ დროს ლაპარაკობენ დელირიულ-ონეროიდულ მდგომარეობებზე. მოძრაობითი აგზნება გამოიხატება აგზნების და შეკავების ცვალებადობით, აფექტური აშლილობა – დეპრესიით, კლინიკური სურათის გამარტივება ხდება დელირიული სინდრომების რედუციის ხარჯზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9