Rus. алкоголные галлюцинозы острый с депрессивным синдромом ვერბალური ჰალუცინოზი ატარებს ნაკლებად ინტენსიურ ხასიათს, ჰალუცინაციებში დომინირებს დამადანაშაულებელი შინაარსი, ხოლო ავადმყოფთა გამონათქვამებში თვითგამართლების, თვითბრალდების და თვითდამცირების იდეები არ არის გამოხატული ან ფრაგმენტულია. გუნება-განწყობა დაქვეთებული, სევდიანი სასოწარკვეთილების ელფერით. თვალსაჩინოა ფსიქომოტორული შეკავება, რომელიც ხანდახან აღწევს სუბსტუპორულ დონეს. დეპრესიული სიმპტომები რედუცირდება ჰალუცინაციურ-ბოდვითი აშლილობების შემდგომ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.