Rus. алкоголные галлюцинозы острый ступорозными расстроиствами ინტენსიურ, პოლივოკალურ, სცენისმაგვარ დეპრესიული შინაარსის ვერბალურ ჰალუცინოზს თან სდევს რამდენიმე წუთიდან 1-2 სთ-მდე განვითარებული იდეამოტორული შეკავება. ავადყოფები არ რეაგირებენ გარშემო მომხდარზე, პასუხობენ ან შორისდებულებით ან შეკითხვებზე რეაგირებენ გაკვირვების, შიშის ან სასოწარკვეთილების გამოხატველი მიმიკით. სამკურნალო პროცედურებს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ უმეთვალყურეოდ დარჩენილნი არიან უმოძრაონი. პერიოდულად შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ფსიქომტორულ აგზნებას. სტუპორული მდგომარეობები რედუცირდება ჰალუცინოზის ინტენსივობის კლებასთან დაკავშირებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.