A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ჰალუცინოზები მწვავე, ფსიქიკური ავტომატიზმებით

Rus. алкоголные галлюцинозы острый с психическими автоматизмами
ფსიქიური ავტომატიზმი გამოვლინდება გახსნილობის ფენომენის და ე.წ. „დასწრებული აზრების“ სახით. მისი ინტენსივობის მატებას თან სდევს აზრობრივი ხმების წარმოშობა. იშვიათად ხმები ლოალიზდება სხეულის სხვადასხვა ადგილებში ან საქმე გვაქვს ფსევდო ჰალუცინაციებთან. შემდგომში შეიძლება აღმოცენდეს ნაძალადევი აზრები მენტიზმის ფორმით ან ზოგჯერ მოგონებების გადაშლის სიმპტომის სახით. ვითარდება ზემოქმედების ფენომენი და ზემოქმედების ბოდვა. იშვიათად ადგილი აქვს სენსორულ ავტომატიზმებს. ფსიქიკური ავტომატიზმები ყოველთვის დაკავშირებულია ვერბალურ ჰალუცინოზთან – იმპერატიული და მაკომენტირებადი ჰალუცინაციების აღმოცენებასთან. ვერბალური ჰალუცინოზის შესუსტება იწვევს ფსიქიკური ავტომატიზმების რედუცირებას. ჰალუცინოზის სტრუქტურაში ზოგჯერ ადგილი აქვს დელირიულ და ონეიროიდულ ჩართვებსაც. უკუგანვითარების ეტაპზე უკანასკნელად რედუცირდება ვერბალური ჰალუცინოზი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9