A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ჰალუცინოზები ქვემწვავე დეპრესიით

Rus. алкоголные галлюцинозы подострый с депрессией
კლინიკური სურათი იწყება სხვადასხვა შინაარსის ვერბალური ჰალცინაციური ბოდვით, მოძრაობითი აგზნებით, რომელსაც თან ერთვის შიშსა და შფოთვის აფექტი. შემდგომში ჰალუცინაციების შინაარსის მიუხედავად, იცვლება აფექტური და მოქმედებითი აშლილობები. აღინიშნება დათრგუნვილობა, რომელიც აღწევს გამოხაულ სევდას, ავადმყოფები არიან ნაკლებმოძრავნი, უინიციატივონი, არ ავლენენ ინტერესს გარემოსადმი, ზოგჯერ მდგომარეობა აღწევს სუბსტუპორს, ნაკლებპროდუქტიულობის მიუხედავად, ავადმყოფთა გამონათქვამებიდან ირკვევა შფოთვის, შიშის არსებობა, განპირობებული დევნისა და ფიზიკური განადგურების იდეებით, რომელთა ინტენსიურობის მატება ჯერ იწვევს დადანაშაულების იდეების, ხოლო შემდგომ თვითბრალდების იდების წარმოშობას. ფსიქოზი რედუცირდება თანდათანობით, პირველ რიგში აფექტური ნორმალიზაციით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9