A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ჰალუცინოზები ქრონიკული ბოდვით

Rus. алкоголные галлюцинозы хронический с бредом
დაავადების კლინიკურ სიმპტომთა სრული გაშლის პერიოდში ვერბალური ჰალუცინოზი თავისებურებებით ჰგავს „სუფთა“ ქრონიკულ ჰალუცინოზს. განსხვავება ისაა, რომ ავადმყოფები დარწმუნებული არიან, ჰალუცინაციები გამოწვეულია მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით ან დევნის მიზნით. ზოგ შემთხვევაში ჰალუცინაციები აღიქმება როგორც მათ დასასჯელად, მოსაჯადოებლად, წასახდენად მიმართული, ადრე ჩადენილი დანაშაულის, უმეტასად ალკოჰოლიზმის გამო, ზოგჯერ კი – სამკურნალო მიზნით. ზოგ შემთხვავაშ შესაძლებელია ავადმყოფის გადარწმუნება აღნიშნული აზრებიდან. ამ დროს ლაპარაკობენ ბოდვისმაგვარ მდგომარეობებზე (И.В.Стрельчук). სხვა შემთხვევებში ბოდვითი აზრები ატარებს სისტემატიზებული ბოდვის ხასიათს. ზოგჯერ აზრები გამომდინარეობს ჰალუცინაციის შინარსიდან, ამიტომ თავისი მექანიზმით წარმოადგენს ჰალუცინაციურ ბოდვას. აღნიშნული ფორმისთვის არ არის დამახასიათებელი პირველადი ბოდვის წარმოქმნა ჰალუცინაციების გარეშე (С.Г., Жислин). ალკოჰოლური ექსცესების შეწყვეტის დროს ფსიქოზი აღარ ვითარდება და პოზიტიური დარღვევები სუსტად რედუცირდება. ქცევა ამ პერიოდში არ იცვლება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლებელია შენარჩუნებული იყოს გარკვეული დონის სოციალური ადაპტაცია. ალკოჰოლური ექსცესების პერიოდში ვითარდება გამწვავებები, რომლებიც ჰგავს მწვავე ჰალუცინოზებს, მაგრამ არ არის გამოხატული შიშის აფექტი და ქცევის პათოლოგია. მწვავე პერიოდის შემდეგ კლინიკური სურათი ღებულობს პირვანდელ სახეს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9