A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ჰალუცინოზები ქრონიკული, სენსორული დარღვევებით

Rus. алкоголные галлюцинозы хроническии с сенсорными расстроиствами
ფსიქოზის კლინიკურ სურათში წამყვანია ჭეშმარიტი ვერბალური ჰალუცინოზი, რომელიც ეკუთვნის რამდენიმე პირს და შესაძლებელია გამოთქმებისა და სურვილების გარჩევა, დაცინვა, მუქარა, ბრძანება, ზოგ შემთხვევაში კეთილი მფარველობა. „ხმები“ არ ტოვებენ ავადმყოფს დღე და ღამე. ერევიან მას ცხოვრებაში. პირველ თვეებსა და წლებში ავადმყოფები ჩვეულებრივ, საუბრობენ მათთან, უვითარდებათ პროტესტის, აღშფოთების, გულისწყრომის გრძნობა, ეკამათებიან, ეჩხუბებიან მათ, შემდგომში აფექტური რეზონანსი ფერმკრთალდება; ავადმყოფები თითქოსდა ეჩვევიან მათთან ცხოვრებას. გარეგნულად ავადმყოფური მდგომარეობა შეუმჩნეველია, ინარჩუნებენ როგორც ყოველდღიურ, ასევე პროფესიულ კონტაქტებს. ავადმყოფობის შეგრძნება შენარჩუნებულია. ჩვეულებრივ, კრიტიკული არიან ჰალუცინაციების მიმართ. ალკოჰოლიზმის ფონზე ხმების ინტენსივობა იზრდება, შინაარსი ფერმკრთალდება. აღმოცენდება შფოთვა, შიში, ჰალუცინაციური ბოდვის ელემენტები, იცვლება ქცევა, ალკოჰოლის მიღების შეწყვეტისტანავე აღინიშნება ფსიქოზის გარკვეული რედუცირება. „ხმების“ ინტენსივობა კლებულობს, მათი წარმოშობა ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა აკუსტიკურ გამღიზინებლებთან ანუ წარმოშობა ხდება თითქოს რეფლექსურად. სხვა შემთხვევებში „ხმები“ აღმოცენდება მაშინ,როცა ავადმყოფი აწარმოებს რაიმე არასწორ მოქმედებას. ზოგჯერ „ხმები“ იღებს გამაფრთხილებელ, დამამშვიდებელ ხასიათს. იშვიათად ხდება ვერბალური ჰალუცინაციების შეცვლა აკოაზმებით. ასეთი ფორმის ჰალუცინოზს აქვს ტენდენცია რეგრედიენტულობისადმი
Synonym: სუფთა ჰალუცინოზი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9