Rus. алкоголные галлюцинозы хронический с психическими автоматизмами и парафренным бредом ქრონიკული ჰალუცინოზის ყველაზე იშვიათი ფორმა. ფსიქოზის მიმდინარეობაში წამყვანია ვერბალური ჰალუცინოზი. გამწვავების პერიოდებში.რომლებიც ზოგჯერ ემთხვევა ალკოჰოლიზაციას ზოგჯერ კი აღმოცენდება სპონტანურად, დასაწყისში წარმოიშობა ეპიზოდური, ხოლო შემდგომში – სტაბილური ფსიქიკური ავტომატიზმის სიმპტომები იდეატორული ავტომატიზმის, სმენითი ფსევდოჰალუცინაციების, გახსნილობის ფენომენების, „დასწრებული აზრების“ ან მენტიზმის სახით. არაიშვიათია ზემოქმედების იდეების განვითარებაც. რიგ შემთხვევებში სმენითი ჰალუცინაციების და ფსევდოჰალუცინაციების შინაარსი იცვლება. იძენს მეგალომანიურ შინაარსს და ყალიბდება მეგალომანიური ჰალუცინაციური ბოდვა. ასეთ შემთხვევებში ავადმყოფები ამტკიცებენ, თითქოს ისინი სულ მალე „მიიღებენ ახალ მაღალ თანამდებობას“, „ბინას“ და ა.შ. კლინიკური სურათი ჩვეულებრივ, რთულდება ინტელექტის ორგანული ტიპით დაქვეითებასთან დაკავშირებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.