A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

პ. პა პე პი პლ პნ პო პრ პუ პფ
პოზ პოი პოლ პონ პოპ პორ პოს პოტ

პოლიფრენია

Rus. полифрения
Gk. phren - გონება
ფსიქოზების გაერთიანება მათ კლინიკურ სურათში ფსიქიკური ავტომატიზმების, სმენითი ჰალუცინაციების და ფსევდოჰალუცინაციების ერთდროული არსებობისას ცალკე ნოზოლოგიური ფორმის სახით. პოლიფრენია გაგებული იყო როგორც შეძენილი დაავადება განსაზღვრული დასაწყისით და შედარებით კეთილსაიმედო მიმდინარეობით. პოლიფრენიის ხანგრძლივი მიმდინარეობისას ვითარდება თავისებური ჭკუასუსტობა, რომლის დროსაც შენარჩუნებულია აფექტურობა. შრომის უნარი და სოციაბელობა. პოლიფრენიის ფორმები გამოირჩევა ჰალუცინოზის მიმდინარეობის სიმწვავით, ბოდვითი იდეების არსებობით ან არარსებობით, დეპრესიული და ტოქსიკური კომპონენტებით. განიხილება როგორც ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომის შესწავლის ცდა არა სინდრომოლოგიურ, არამედ ნოზოლოგიურ ასპექტში (Гулямов М.Г., 1905). არ იქნა აღიარებული როგორც დამოუკიდებელი დაავადება. d’Allon R., 1923
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9